October 1, 2012

ქუთაისის 127-ე საარჩევნო უბანი გახსნილია

8:20 საათის მდგომარეობით, ქუთაისის #59-ე საარჩევნო ოლქში 127-ე საარჩევნო უბანი გახსნილია.

პირველი ამომრჩეველი რამდენიმე უბანზე 8:00 საათზე უკვე მივიდა.

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, საარჩევნო პროცესი ამ დროისათვის შეუფერხებლად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 163 129-ია. აქედან 20 ათასი ამომრჩეველ სტატუსით არის რეგისტრირებული.