May 17, 2022

21 მაისამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 მაისს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 19-20 მაისს დროგამოშვებით წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

20 მაისს კი იწვიმებს და ტემპერატურა +17, + 22 გრადუსამდე დაიკლებს.

21 მაისს ისევ გამოიდარებს და დათბება.