May 29, 2022

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი ქალიშვილის პოლიტიკაში შემოყვანას განიხილავს

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი ქალიშვილის, პარლამენტში გადაყვანას განიხილავს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა dailymail წერს.

მედიის ინფორმაციით, 35 წლის კატერინა ტიხონოვა შესაძლოა რუსეთის მმართველი პარტიის “ერთიანი რუსეთის” ლიდერი გახდეს.

“პუტინის ახლო გარემოცვამ კვლავ დაიწყო საუბარი ერთიანი რუსეთის ხელმძღვანელობაში ელიტებისთვის კონსენსუსის ფიგურის აუცილებლობაზე, რომელიც გააერთიანებდა და უზრუნველყოფდა არსებულ სტატუს კვოსა და ძალაუფლების უწყვეტობას”,- ნათქვამია ტელეგრამ არხზე.

მედიის ცნობით, რომ კატერინა ტიხანოვას თანამდებობის საკითხი პარტიაში ახლაც აქტიურად განიხილება და მის კანდიდატურას პარტიის წევრების სრული მხარდაჭერა აქვს.