June 3, 2022

პროდუქტები, რომელიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად ბოსტნეული გაძვირდა: კომბოსტო – 297.3%-ით, კიტრი – 110.2 %-ით, ყურძენი – 72%-ით, ქლიავი – 69%-ით, კარტოფილი – 67.2%-ით, მარგარინი – 58.1%-ით, სიმინდის ფქვილი – 56.4%-ით, ბადრიჯანი – 52.8%-ით, წიწაკა – 48%-ით, პომიდორი – 40.2%-ით.

ფასი გაიზარდა ასევე პურზე -35%-ით , ხოლო 31%-ით კი ფქვილზე.