June 17, 2022

ქუთაისის საკრებულომ ინფრასტრუქტურული პროგრამების ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე მე-4 სხდომაზე, დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტში რამდენიმე ცვლილებას დაუჭირეს მხარი. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით, ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის შედეგადაც, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება: გზების და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების ქვეპროგრამა გაიზარდა – 739,6 ათასი ლარით. „ქალაქ ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა გაიზარდა – 4949,2 ათასი ლარით. „მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა, გაიზარდა – 2152,5 ათასი ლარით. „სხვადასხვა სახეობის სპორტულ – გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტების მოწყობა – რეაბილიტაცია – ექსპლოატაციის“ ქვეპროგრამა გაიზარდა -1320,2 ათასი ლარით. სოციალური ღონისძიებების პროგრამას დაემატა შემდეგი ქვეპროგრამები: „ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება“ – 70,0 ათასი ლარი. „ბავშვის განვითარების ხელშეწყობა“ – 30,0 ათასი ლარი. საკრებულოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმები. ცვლილება შევიდა საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის № 347 განკარგულებაში. რომლის შედეგადაც, ქუთაისში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტების ნუსხას კიდევ რამდენიმე ობიექტი დაემატა, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, იქნება დაფინანსებული.