June 22, 2022

წყვილს 28-წლიანი ლოდინის შემდეგ შვილი შეეძინა

ქუთაისში 28-წლიანი ლოდინის შემდეგ წყვილს შვილი შეეძინა. ნანატრი ნიკოლოზ ხიდაშელი ამ ქვეყანას საკეისრო კვეთის გზით კლინიკა “ბომონდში” მოევლინა.

დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. მათ ჯანმრთელობაზე კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის სრული შემადგენლობა ზრუნავს.

“კლინიკა ბომონდი” ულოცავს მშობლებს ნანატრი შვილის დაბადებას, ულევ სიხარულს და ჯანმრთელობას უსურვებს.