July 7, 2022

ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარეობიდან მიდის

გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.

თავდაპირველად ჯონსონი უარს ამბობდა ბრძოლის გარეშე წასვლაზე, თუმცა დღეს წყაროების განცხადებით, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ჯონსონი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადებას დღეს მოგვიანებით გააკეთებს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პოსტს, ის ამ თანამდებობაზე შემოდგომამდე დარჩება.

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის შესარჩევი კონკურსი ზაფხულში გაიმართება და ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბერში, პარტიის კონფერენციისთვის ეყოლება.

ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 2019 წლის ივლისში გახდა.

სამშაბათიდან გაერთანებული სამეფოს მთავრობა 50-ზე მეტმა მინისტრმა დატოვა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.