July 19, 2022

ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აღნიშნული შედეგი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 72 073 ტესტის შედეგად გამოვლინდა.

ამავე ცნობის თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემდგომი გართულებისგან 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსისგან 4 764 პირი გამოჯანმრთელდა.