October 2, 2012

წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში 58%–ით “ქართული ოცნება” და მისი კანდიდატი ლიდერობს

2 ოქტომბრის 10:00 საათის წინასწარი მონაცემებით ქუთაისში არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 58%–მა ხმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა 35% მისცა, ხოლო მესამე ადგილზე 3,8%–ით „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობაა“.

დაახლოებით ამდენივე პროცენტული თანაფარდობით გადანაწილდა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა მიერ მიღებული ხმები: „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი 55%–ით ლიდერობს, ხმების 36% მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ, ხოლო 6%–მა ხმა „ქარისტიან–დემოკრატების“ კანდიდატს – გიორგი ახვლედიანს მისცა.

„ეს არის დაახლოებით ამომრჩეველთა ხმების 50%–ის შედეგები, რომელიც ამ დროისთვის დაჯამდა. ხმების დათვლა ამ წუთებშიც გრძელდება. 9:00 საათზე დასრულდა დღეს საუბნო კომისიებიდან შემაჯამებელი ოქმების მიღება, პარალელურად საუბნო ოქმები იტვირთება ცესკოს ვებ–გვერდზე,“ – აცხადებს ქუთაისის #59–ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

მისივე თქმით, არჩევნებმა ქუთაისში წარმატებულად ჩაიარა. ავთანდილ ოსეფაიშვილის საოქლო საარჩვენო კომისიაში სულ 12 საჩივარია შესული. რომელთა განხივას საოლქო კომისია დღეს, 20:00 საათიდან დაიწყებს.