July 21, 2022

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი საგამოცდო პროცესს ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში გაეცნო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი საგამოცდო პროცესს ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში გაეცნო.

სოფიო გორგოძის ინფორმაციით, გამოცდები ქუთაისის სამივე ცენტრში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აბიტურიენტებისთვის გამოცდები ხვალ დასრულდება და პედაგოგებისა და მაგისტრობის მსურველებისთვის გაგრძელდება.

ქვეყნის მასშტაბით, გამოცდებს რეგისტრირებული აბიტურიენტების 95% დაესწრო, ამასთან დაფიქსირდა დაგვიანებისა და გამოცდებიდან მოხსნის ფაქტებიც.

გამოცდების შედეგები ივლისის ბოლოდან გახდება ცნობილი.