1-ელ აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.
„ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25, +30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა, ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.