ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტს საკონსკურსო კომისიამ სამი პირი: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მესამედ მონაწილეობს.
ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს 5 პირი: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი წარუდგინა.
კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.