საბერძნეთში 41 წლის ქართველი მამაკაცი დაჭრეს, მას 12 ტყვია აქვს მოხვედრილი – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მამაკაცი კომოტინის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ტყვიები სხეულში, კერძოდ, გულ-მკერდის არეშია ჩარჩენილი რამაც, შესაძლოა, გართულებები გამოიწვიოს.
დანაშაულში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილი არაა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.