19 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს,
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 34-39 გრადუსი იქნება.
მაღალ ტემპერატურასთან ერთად ქარიცაა მოსალოდნელი.
„15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის”,- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.