3 და 4 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილ გასტრონომიულ გამოფენის მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენენ: Killages, Bad Habitz, The Black Marrows, ერეკლე დეისაძე და ბენდი. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ფესტივალის პარტნიორები არიან ქუთაისის მერია, „თიბისი“, „სტარტაპერი,” და „ვიზა”. “ფესტივალი „ზარზეიმი” გთავაზობთ ნამდვილ ქართულ გემოებს ადგილობრივი ფერმებიდან , ცივ იმერულ ღვინოებს ოჯახებიდან და მცირე მარნებიდან, ხელით დამზადებულ ნაყინს და ლუდის სახეობებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან”, აცხადებენ ორგანიზატორები. ფოტო: სოციალური ქსელიდან
August 18, 2022
რომელი ჯგუფები იმღერებენ ქუთაისურ „ზარზეიმზე”?