August 21, 2022

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ტყიბულში შუახნის ქალბატონის სიცოცხლე ემსახვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ტყიბულში ტყვარჩელის ქუჩაზე სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 60 წლამდე ქალბატონს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.