August 23, 2022

ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოები კვლავ გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სირთულის კერები ჯერ კიდევ ფიქსირდება.

ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მეხანძრე-მაშველებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს ძალები არიან ჩართული.

ქრობის სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები და სხვა ტექნიკა.

ხანძრის მონიტორინგი დრონების საშუალებით ხდება.

ადგილობრივები დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ.