August 23, 2022

ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში ხანძარი იყო. ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა. დამწვარია 5 ათასი კვ. მეტრი ფართობი.

ძლიერი ქარის და ადგილზე წიწვოვანი ტყის არსებობის გამო, ხანძრის მასშტაბების გაზრდის საფრთხე იყო.

ადგილობრივებმა დაკვამლიანება შენიშნეს, სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზსს გამოძიება დაადგენს.