ქუთაისში ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილ შენობას გაუჩნდა. შენობაში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
მიმდებარედ კერძო სახლებია და ცეცხლის გადადების საფრთხე არსებობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.