ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიულის შენობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
ცეცხლის ქრობის პროცესში ქუთაისისა და წყალტუბოს 10-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა.
შენობა თითქმის სრულად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების თქმით, მჭიდრო დასახლების გამო, ცეცხლის გვერდით მდებარე სახლებზე გადადების საფრთხეც იყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.