მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა.
ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე – მაშველები მონაწილეობენ.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.