September 9, 2022

ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრული შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო -ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე.

შესაბამისად, ამიერიდან სავიზო კოდექსის ზოგადი წესები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზეც გავრცელდება. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ნიშნავს:

  • ვიზის მოსაკრებლის გაზრდა 35-დან 80 ევრომდე,
  • დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდების საჭიროება,
  • ვიზის დამუშავების დროის გაზრდა,
  • მრავალჯერადი ვიზების გაცემის წესების გამკაცრება.