ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები დასრულდა. 10 სექტემბრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა აღდგება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამ ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავიანთ სვლა-გეზებს დაუბრუნდება და კვლავ დადგენილი განრიგით იმოძრავებს. “ავტობუსები და მიკროავტობუსები გავლენ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან. რუსთაველის გამზირზე, ტურიზმის ცენტრიდან მერიამდე მონაკვეთზე, ისევ აღდგება ცალმხრივი მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. რეაბილიტირებული ქუჩა უკვე მოაწერსრიგეს ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” თანამშრომლებმა.
September 9, 2022
10 სექტემბრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება