September 10, 2022

ეროვნული გლოვა დიდ ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვამდე გაგრძელდება PHOTO

დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვაა.

ბუკინგენმის სასახლესთან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და დედოფლის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

დედოფლის ცხედარს ბუკინგემის სასახლეში 12 სექტემბერს დაასვენებენ.

მონარქის დაკრძალვა, სავარაუდოდ, მისი გარდაცვალებიდან 10-11 დღის შემდეგ გაიმართება.

დაკრძალვის თარიღი ბუკინგემის სასახლეს ჯერ არ გამოუცხადებია.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ბალმორალის ციხესიმაგრეში 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტო: ეკა ლელაძის