September 19, 2022

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 42 ათასი ადამიანით გაიზარდა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 42 ათასი ადამიანით გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს საარსებო შემწეობას 664 278 ადამიანი იღებს, 7 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის ივლისში სახელმწიფო 622 266 ადამიანს უწევდა დახმარებას.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში 73 443-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს.

კერძოდ, თუ 2021 წლის ივლისში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 059 442 ადამიანი, 2022 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 1 132 885 -მდე გაიზარდა.