September 24, 2022

სოფელ გეგუთში ავტომობილი ხრამში გადავარდა – არიან დაშავებულები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ავტომობილი ხრამში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მანქანაში 3 ადამიანი იჯდა. მათგან ორმა მცირე დაზიანებები მიიღეს, მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.