September 25, 2022

უკრაინის ომში შესაძლოა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებიც გაიწვიონ

უკრაინის ომისთვის შესაძლოა მობილიზაცია გაუწიონ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მცხოვრებთაც – ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალება Medusa ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ შესაძლებლობას კრემლში განიხილავენ, რის შესახებაც ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.

ამ პირის ცნობით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან შესაძლოა იძულებით გაიწვიონ რამდენიმე ათასი ადამიანი.