September 25, 2022

ბრძნული იქნებოდა თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვარს – ადამ კინზინგერი

ბრძნული იქნებოდა თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვარს და სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში, არ შეუშვებდა რუს ტურისტებს – ამის შესახებ „ტვიტერზე“ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა დაწერა.

„ჯარში გაწვევის ასაკის მქონე მამაკაცების შედინება ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირეში, ძალიან საშიშია. უნდა დავინახოთ, რომ ეს მსხვერპლია, ტურიზმი მნიშვნელოვანია”, – წერს კინზინგერი „ტვიტერზე“.