თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.3 მაგნიტუდის სიდიდე შეადგინა.
„დღეს, თბილისის დროით 18:08 საათზე თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში 5.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.