October 17, 2022

„წყალწითელას ხეობის სავანე – მოწამეთის მონასტერი’’- გამოფენა ქუთაისის მუზეუმში გაიხსნება

გამოფენა „წყალწითელას ხეობის სავანე – მოწამეთის მონასტერი’’ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში 18 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიხსნება.

გამოფენაში წარმოდგენილია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული მოწამეთის მონასტრის საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილი – ძველი ხელნაწერი წიგნების სახით, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო XII-XIX საუკუნეებს მოიცავს. აღნიშნულ თემას ეძღვნება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლევან ტყეშელაშვილის მოხსენება: – „დავით და კონსტანტინეს მარტვილობა და მოწამეთის მონასტერი’’ . გამოფენის გახსნა 15 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ თბილისში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო გადაიდო.