October 22, 2022

უკრაინაში ომს კიდევ ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლუჰანსკში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილია – ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.

უკრაინაში ომს ასევე ემსხვერპლა 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 22 ქართველი მებრძოლია დაღუპული.