ქუთაისში, პრესის სახლის მე-5 სართულზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ცეცხლი ბოლომე ლიკვიდირებული არ არის – აცხადებს newpress-ge-სთან საუბარი ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურის უფროსი კახა მაჩიტიძე.
„ვიდრე ფანჯრებიდან კვამლი გამოდის, შენობაში ვინმეს შესვლა არ შეიძლება. როგორც მეხანძრეებმა მითხრს, ცეცხლი სავარაუდოდ შენობის მე-5 სართულზე, დერეფნის ბოლოში არსებულ ნაგავს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ზარალი ამ დროისთვის ჩემთვის უცნობია, მაგრამ პატარა ხანძარი არ ყოფილა,“ – ამბობს კახა მაჩიტიძე.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის იმყოფება სახაძრო დახმარების 5 მანქანა. ასევე, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შენობის მე-5 სართულზე განთავსებული რადიო „ძველი ქალაქის“ წარმომადგენლები ამბობენ, დღეს მომხდარი ფაქტი შენობაში ცეცხლის გაჩენის პირველი შემთხვევა არ არის, ამიტომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა აუცილელია.
პრესის სახლში ხანძარი დღეს, დაახლოებით 15:20 საათზე გაჩნდა. მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზებისთვის ერთ საათზე მეტი დასჭირდათ.