ქუთაისში ერთ ღამეში რამდენიმე ობიექტი გაძარცვეს. დაზარალებულების განცხადებით, ძირითადად წაღებულია თანხა.
ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ მძარცველები არასრულწლოვნები არიან.
მათი თქმით, მსგავსი ფაქტები სისტემატურად ხდება.
დაზარალებულები სამართალდამცველების ქმედით რეაგირებას ითხოვენ.