November 7, 2022

„ქართული ოცნება“ – 25% „ნაციონალური მოძრაობა“ – 12% – IRI-ის ახალი კვლევა

IRI-ის კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 12%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – 12%, დანარჩენი პარტიები ცალ-ცალკე 3 პროცენტს ვერ ცდება.

კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

ქართულ იოცნება – დემოკრატიული საქართველო – 25%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 12%
საქართველოსთვის – გიორგი გახარია – 3%
გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 3%
სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე – 2%
დროა – ელენე ხოშტარია – 2%
ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი – 2%
ხალხისთვის – ანა დოლიძე – 2%
გირჩი – 2%
პატრიოტთა ალიანსი – დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი – 2%
ლელო – 1%
მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%
კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო – 1%
სხვები – 2%
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი – 11%
ხმას არ მივცემდი – 6%
არ ვიცი – 16%
უარი პასუხზე – 7%.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.