November 17, 2022

სოფელ გორდში მოსახლეობა საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დასრულებას ითხოვს

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მოსახლეობა სკოლის დაუსრულებელ რეაბილიტაციას აპროტესტებს. ადგილობრივები დღეს სკოლასთან შეიკრიბნენ.

მათი თქმით, სოფელი ორი წელია სკოლის გარეშეა დარჩენილი და ბავშვებს არასათანადო პირობებში უწევთ სწავლა.

ისინი რეაბილიტაციის დროულ დასრულებას მოითხოვენ.

მშობლებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ.

მათი თქმოთ, სამუშაოების პროცესში გაუთვალისწინებელი პრობლემები გამოჩნდა, კვლევების გამო კი სამუშაოები გახანგრძლივდა.

მათი თქმით, დასკვნის შემდეგ სამუშაოები განახლდება.

სკოლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და 2022 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო.