November 23, 2022

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ის 25-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა.

კონსტანტინე ქურსუა უკრაინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და არმიაში მსახურობდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი.