November 24, 2022

მიუსაფარი ძაღლის მიერ დაკბენილი ქალი შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბენა.

მან ცოფის საწინაადეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც, სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია.

ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა.

მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა ანალიზში არ გამოვლენილიყო, ოჯახმა კი ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.