November 24, 2022

ძლიერი წვიმა და თოვლი – მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში

26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რეგიონებში კი მოთოვს.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.