December 2, 2022

ფასების ზრდა საქართველოში – საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8 პროცენტით, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 26.0 პროცენტი
  • პური და პურპროდუქტები – 23.8 პროცენტი
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 22.0 პროცენტი
  • ყავა, ჩაი და კაკაო -19.5 პროცენტი
  • რძე, ყველი და კვერცხი – 18.3 პროცენტი
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.7 პროცენტი
  • თევზეული – 13.6 პროცენტი
  • ზეთი და ცხიმი – 10.1 პროცენტი
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.1 პროცენტი
  • ხილი და ყურძენი – 6.9 პროცენტი

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.4 პროცენტიანი მატება, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

  • ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე – 34.1 პროცენტი
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 11.8 პროცენტი
  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 5.6 პროცენტი

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით:

  • ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე – 13.8 პროცენტი,
  • პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 8.2 პროცენტი
  • სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 2.1 პროცენტი