December 7, 2022

მესხიშვილის თეატრში ენდი ძიძავას საიუბილეო ბენეფისი გაიმართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში, ენდი ძიძავას საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, მსახიობის ბენეფისი გაიმართა. თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნა ფოთის თეატრის გახმაურებული სპექტაკლი ,,მარინა რევია “, რომელშიც მთავარ როლს ენდი ძიძავა ასრულებს.