December 16, 2022

ქუთაისში კაცმა ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა

ქუთაისში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა. ინფორმაციას ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ. მამაკაცი პოლიციაშია გადაყვანილი.

“მოკლედ, ვინ არ დამიცვია, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და ა.შ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არა თუ არ მქონია, ასეთი რამ არც კი გამიგია. ტიპი დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად. არ მოგესმათ, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად. ეხლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ მძარცველიაო. მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალიი”, – წერს არჩილ ნიჟარაძე.