December 21, 2022

3-დან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ გამოცხადდა

მთავრობა 3-დან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეებს აცხადებს.

დადგენილების თანახმად, უქმე დღეები ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულებისთვის ცხადდება.

“ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვროს უქმე დღეებად”- წერია მთავრობის დადგენილებაში.

ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

1,2 და 7 იანვარი სადღესასწაულო დღეებია, აქედან გამომდინარე, საჯარო უწყებებში ერთკვირიანი არდადეგები ცხადდება.