კურორტ საირმემდე მისასვლელ გზაზე კლდე ჩამოიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო: არქივი