December 29, 2022

31 დეკემბერს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო კონცერტი გაიმართება

31 დეკემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას ჯგუფი „მგზავრები“, „ოჩოს ქოხი“, „ჩვენი კვარტეტი“, ინდირა ჯგერნაია და DJ Zapa მიიღებენ.

ღონისძიიება 21:00 საათზე დაიწყება. ახალი წლის ღამე ტრადიციულად ფოიერვერკით აღინიშნება.