January 8, 2023

თოვლის გამო რიკოთის უღელტეხილთან ავტომანქანების მოძრაობა გართულებულია

მოსული თოვლის გამო რიკოთის უღელტეხილთან ავტომანქანების მოძრაობა გართულებულია. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, გზებში იყრება ტექნიკური მარილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.