January 8, 2023

სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი სანადირო თოფით მოკლული იპოვეს

მკვლელობა მოხდა იმერეთში. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, სავარაუდოდ ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.

მოკლულებს დაზიანებები სანადირო თოფით აქვთ მიყენებული.

შემთხვევა წუხელ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.