January 11, 2023

ქუთაისში ქარმა ხეები წააქცია და სახლებს სახურავები გადახადა

ქუთაისში ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა. წაიქცა რამდენიმე ხე და სახლებს სახურავი გადახადა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მერიაში განმარტავენ, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, მიმდინარეობს ზარალის დათვლა და ამასთან, მუშაობს ცხელი ხაზი.