January 12, 2023

ხის დაცემის შედეგად დაშავებულ კაცს ოპერაცია ქუთაისში უტარდება

ლანჩხუთში მოგლეჯილი ხის დაცემის შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა. მას ხე ავტომანქანაში ჯდომისას დაეცა და მრავლობითი მოტეხილებები მიიღო.

მამაკაცი ქუთაისში გადმოყვანეს და ოპერაცია უტარდება.

მედიკოსები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.