January 15, 2023

ქუთაისში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია 250-მდე შენობა. ძლიერმა ქარმა მოთხარა ხეები და დააზიანა ავტომობილები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და მათ საჭიროებებს ეცნობიან. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას თქმით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და პარალელურად ზარალის დათვლა, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურის სამსახური დაიწყებს შესაბამისი მასალის შესყიდვას, რომელიც მოქალაქეებს გადაეცემა.