ქუთაისში, სუპერმარკეტების ქსელის, “მაგნიტის” ფილიალი გაძარცვეს. შემთხვევა ბუკიას #6-ში, გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა მაღაზიაში შესვლა კარის მინის ჩამსხვრევით მოახერხეს.
წაღებულია 3000 ლარამდე ღირებულების სიგარეტი.
ეს მარკეტი რამდენჯერმე გაქურდეს. ბოლოს მაგნიტის მაღაზია 2 იანვარი გაძარცვეს. ქუთაისში, გუშინ, ასათიანის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაც გაძარცვეს. .